„ლივერპული“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს მას შემდეგ, რაც გერმანელმა სპეციალისტმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
Todofichajes-ის ცნობით, „ჟირონას“ მწვრთნელი მიჩელი ინგლისური კლუბის ინტერესთა სფეროში შევიდა. მისი ხელმძღვანელობით „ჟირონა“ წარმატებით გამოდის ესპანეთის პრიმერა ლიგის მიმდინარე სეზონში და ჩემპიონობის ტიტულისთვის იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს. თავის განცხადებაში გერმანელმა სპეციალისტმა ცხადყო, რომ გუნდის გაწვრთნის ენერგია აღარ აქვს
56 წლის გერმანელი სპეციალისტი „ლივერპულს“ 2015 წლის 8 ოქტომბერიდან თავკაცობს. ამ დროის განმავლობაში იურგენ კლოპმა „წითელებთან“ ერთად შვიდი ტიტული მოიპოვა. „ლივერპულმა“ კლოპის ხელმძღვანელობით მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ლიგის თასი, ასოციაციის თასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.