ფეხბურთი

11:19 | 30.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი „მანჩესტერ იუნაიტედში" ?

მადრიდის „რეალის" გარემარბი ვინისიუსი შესაძლოა გაიყიდოს, თუ პსჟ-ის და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე მადრიდულ კლუბში გადავა. ამის შესახებ მანამდე არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია. პოპულარულმა ბრიტანულმა Sky Sports-მა გამოაქვეყნა თანხა, რომელიც ინგლისური კლუბი მზადაა გადაიხადოს ბრაზილიელის ტრანსფერში.

წყაროს ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალს“ 135 მილიონ გირვანქას გადაუხდის ვინისიუსის ტრანსფერში, რაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მესამე ყველაზე ძვირადღირებული გარიგება გახდება.

ამ დროისთვის ყველაზე ძვირი ნეიმარის ტრანსფერია „ბარსელონადან“ პსჟ-ში 222 მილიონ ევროდ, სიაში მეორე ადგილზეა მბაპეს ტრანსფერი „მონაკოდან“ პარიზულ კლუბში - მაშინ გარიგების თანხა დაახლოებით 163 მილიონი ევრო დაჯდა.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი მადრიდის „რეალში" 2018 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში ბრაზილიელმა მადრიდულ კლუბთან ერთად 10 ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113288