სხვა

20:18 | 29.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონსტანტინე სუპატაშვილმა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მე-11 ადგილზე დაასრულა

განგვონის ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეათე საშეჯიბრო დღეს ფიგურული ციგურაობაში მედალოსნები გამოვლინდნენ ვაჟთა ერთეულებში. ფინალისტთა შორის იასპარეზა 14 წლის კონსტანტინე სუპატაშვილმა.

ქართველი მოციგურავე, რომელიც ორი დღით ადრე მოკლე პროგრამაში მეათე იყო, თავისუფალში ასპარეზობისას მსაჯებისგან 116.25-ქულიანი შეფასება მიიღო და კვლავაც მეათე ადგილი დაიკავა, თუმცა ორივე პროგრამის გათვალისწინებით, განგვონის ყინულის არენაზე გამოსვლა 174.73 ქულით და მე-11 ადგილით დაასრულა.

GEONOC.ORG.GE

0.115827