სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ ჩაღლარ სოიონჯუ დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
27 წლის ფეხბურთელი თურქულ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. სოიონჯუ „ატლეტიკოში“ 2023 წელს „ლესტერიდან“ გადავიდა, თუმცა ესპანეთში ფეხი ვერ მოიკიდა და გუნდის დატოვება მოუწია.
მან კარიერა „ალტინდორუში“ დაიწყო, შემდეგ იყო „ფრაიბურგში“, კარიერის საუკეთესო პერიოდი კი „ლესტერში“ ჰქონდა, რომლის მაისურით 132 მატჩში თავი 4 გოლით გამოიჩინა. თურქეთის ნაკრებში სოიონჯუს 55 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.