ფეხბურთი

14:14 | 29.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ჩავი ჩვენი ლეგენდა და პატიოსანი ადამიანია, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის უნდა ვიბრძოლოთ"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ჩავის გადაწყვეტილებას ეთანხმება, რადგან ის პატიოსანი ადამინია, რომელიც ღირსეულად მოიქცა.

„ბარსას“ ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

„ჩავიმ მითხრა, რომ სეზონის ბოლოს წავა და რომ სურს სეზონი დაასრულოს. ეს არის ფორმულა, რომელსაც ვეთანხმები, რადგან ის „ბარსელონას“ ლეგენდაა, პატიოსანი ადამიანია და ღირსეულად მოქმედებს. ახლა მაქსიმალური ერთიანობა გვჭირდება, ეს სიტუაცია სასიამოვნო არავისთვისაა.

ლა ლიგის მოგება რთული იქნება, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ შანსი, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი ყველაფერს გაიღებს და ფეხბურთელებიც მისი ერთგული იქნებიან, შეგვიძლია ზოგიერთ მიზანს მივაღწიოთ“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ჩავი "ბარსელონას" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114464