ფეხბურთი

11:05 | 29.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია "ატლეტიკოსთან" მამარდაშვილის თამაშზე: "თავის გუნდში საუკეთესო იყო"

ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში „ვალენსია“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 0:2 დამარცხდა. ორი გაშვებული გოლის მიუხედავად გიორგი მამარდაშვილი თანაგუნდელთა შორის გამორჩეული იყო და 6 დარტყმაც მოიგერია. ესპანურმა მედიამაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესოდ ქართველი მიიჩნია:

AS: „ვალენსიაში“ საუკეთესო. მან რამდენჯერმე გადაარჩინა გუნდი 0:0-ზე, 1:0-სა და 2:0-ზე. ქართველი „ატლეტიკოს“ გოლებში ვერაფერს გააკეთებდა“.

Eldesmarque: „პირველ ტაიმში თავის გუნდში საუკეთესო იყო, როდესაც ორჯერ გადაარჩინა „ვალენსია“. სამუელ ლინოს გოლის მომენტში გუნდს ვერაფრით უშველა“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს 22 ტურში 26 გოლი აქვს გაშვებული და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა. „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ზედიზედ 4 მოგების შემდეგ წააგო და 32 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 თებერვალს, „ალმერიას“ უმასპინძლებს.

0.11634