განგვონის ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეცხრე საშეჯიბრო დღეს ფიგურული ციგურაობაში გოგონათა ასპარეზობის ჯერი დადგა. საქართველოდან განგვონის ყინულის არენაზე გამოვიდა ინგა გურგენიძე.
14 წლის ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 57.99-ქულიანი შეფასებით 18 მონაწილეს შორის მე-7 ადგილი დაიკავა.
გურგენიძე შედეგის გაუმჯობესებას 30 იანვარს, თავისუფალ პროგრამაში ეცდება.
GEONOC.ORG.GE