ფეხბურთი

23:05 | 28.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" კვარაცხელიას გარეშე "ლაციოსთან" ქულა მოიპოვა

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლი“ რომში, „ლაციოს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა.

ქართველ ფეხბურთელს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. მის გარდა, ვალტერ მაძარის სხვადასხვა მიზეზით ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, ჯოვანი სიმეონე, მატიას ოლივერა, ვიქტორ ოსიმენი აკლდა, მაგრამ სერიოზული დანაკლისის მიუხედავად „ნაპოლიმ“ რომიდან ქულა მაინც წაიღო.

თამაში ძალიან მოსაწყენი გამოდგა და შედეგი ლოგიკურია - 0:0. გოლი როგორ გავიდოდა, როცა ორივე გუნდმა კარში ერთადერთხელ დაარტყა, ეს დარტყმა მასპინძელთა აქტივშია.

„ნაპოლი“ 32 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 თებერვალს, „ვერონას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115451