ფეხბურთი

19:32 | 28.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის "კარაგუმრუქმა" 4:0 მოიგო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია

თურქეთის სუპერლიგის 23-ე ტურში „კარაგუმრუქმა“ საკუთარ მოედანზე „რიზესპორი“ 4:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

შოთა არველაძის გუნდი ამ ტურამდე გასავარდნ ზონაში იყო, ასე რომ, ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა. მასპინძლებმა მეტოქეს ყველაფერში აჯობეს და 4 პასუხო გოლი გაუტანეს.

„კარაგუმრუქი“ 23 ტურში მოპოვებული 24 ქულით მე-16 ადგილზეა, გავასავარდნ ზონას ამ დროისთვის თავი დააღწია, მომდევნო ტურში კი 2 თებერვალს, გიორგი აბურჯანიას „ჰატაისპორს“ სტუმრად შეხვდება.

0.117459