ფეხბურთი

14:55 | 28.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ფრანგი მცველი დაიმატა

მიუნხენის „ბაიერნმა“ სტამბოლის „გალათასარაიდან“ მარჯვენა მცველი საშა ბოე დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ბოემ „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, ხოლო მისი შეძენა გერმანულ გრანდს 29 მილიონი ევრო დაუჯდა.

23 წლის ფრანგმა მცველმა კარიერა „რენში“ დაიწყო, შემდეგ იყო „დიჟონში“, ხოლო „გალათასარაიში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 83 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

0.119211