ფეხბურთი

2:05 | 28.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიგერიამ კამერუნი დაამარცხა და აფრიკის თასის მეოთხედფინალში გავიდა

აფრიკის თასის მერვედფინალში ნიგერიის ნაკრებმა კამერუნის ნაკრებს იოლად აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა.

ჟოზე პეშეიროს გუნდი ერთი თავით აღემატებოდა მეტოქეს, რომელმაც ძალიან სუსტი თამაში აჩვენა. ნიგერია ტაიმის მიწურულს ადემოლა ლუქმენის გოლით დაწინაურდა, რაშიც დიდი წვლილი ვიქტორ ოსიმენმა შეიტანა.

მატჩის მიწურულს ლუქმენმა დუბლი შეასრულა და ყველაფერი დაასრულა - 2:0.

ნიგერია მეოთხედფინალში ანგოლის ნაკრებს შეხვდება, ხოლო კამერუნი აფრიკის თასს გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117925