ფეხბურთი

1:50 | 28.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ორი გაცუდებული პენალტი: "მილანმა" "ბოლონიას" ვერ მოუგო

სერია A-ს 22-ე ტურში „მილანმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. სტეფანო პიოლის გუნდს შანსი ჰქონდა „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა შეემცირებინა, თუმცა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

„როსონერი“ შინ „ბოლონიას“ დაუზავდა - 2:2. ჯოშუა ზირკზეს გოლით სტუმრები 29-ე წუთზე დაწინაურდნენ და მალევე ოლივიე ჟირუს შეეძლო გათანაბრება, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა - ფრანგს მეკარემ აჯობა. ტაიმის ბოლოს მილანელებმა რუბენ ლოფტუს-ჩიკის გოლით მაინც გაათანაბრეს.

74-ე წუთზე „მილანმა“ მეორედ მიიღო პენალტის შესრულების უფლება, ამჯერად ბურთთან ტეო ერნანდესი მივიდა, მაგრამ ვერ მან გაიტანა. ამ შემთხვევაში ბურთი ძელს მოხვდა. სტეფანო პიოლის გუნდი 10 წუთში ლოფტუს-ჩიკის დუბლით მაინც დაწინაურდა, თუმცა, ეს სამი ქულისთვის საკმარისი არ გამოდგა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რიკარდო ორსოლინიმ ჟირუსა და ტეოსგან განსხვავებით პენალტი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მილანი“ 22 ტურის შემდეგ 46 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

0.116543