„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩავი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
ესპანელმა სპეციალისტმა „ვილიარეალთან“ მარცხის (3:5) შემდეგ განაცხადა, რომ 30 ივნისის შემდეგ გუნდს აღარ უხელმძღვანელებს.
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის ჩავის ზაფხულში, მაგრამ ბოლო დროს ყველაზე აქტიურად კატალონიურ გუნდს „ბოლონიას“ მთავარ მწვრთნელ ტიაგო მოტას უკავშირებენ, რომელიც „ბარსაში“ 2001-2007 წლებში თამაშობდა.
„ბარსელონას“ ლა ლიგაში 44 ქულა აქვს და ლიდერ „რეალს“ 10 ქულით ჩამორჩება, გამოეთიშა ესპანეთის თასს, წააგო სუპერთასის ფინალი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლის“ შეხვდება. ჩავი „ბარსელონას“ 2021 წლიდან ავარჯიშებს და გუნდს 2023 წელს ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.