ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ლას პალმასი“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ, დასრულდა. სტუმრებმა მტკიცე ნებისყოფის წყალობით გაიმარჯვეს - 1:2.
მატჩში ანგარიში 53-ე წუთზე გაიხსნა. თავი „ლას პალმასის“ ნახევარმცველმა ხავიერ მუნიოსმა გამოიჩინა. 65-ე წუთზე მადრიდის „რეალის" ბრაზილიელმა გარემარბმა ვინისიუსმა გაათანაბრა 1:1. 84-ე წუთზე ფრანგმა ნახევარმცველმა ორელიენ ჩუამენიმ შეაგდო და „სამეფო კლუბს“ გამარჯვება მოუტანა.
„რეალმა“ 21-ე შეხვედრაში 54 ქულა დააგროვა და პრიმერას ცხრილში გალიდერდა. „ლას პალმასი“ 31 ქულით მე-8 ადგილზეა.