ფეხბურთი

19:44 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: ამოეწურა კლოპს ენერგია „ლივერპულის“ წვრთნისთვის? მისი გაგება შეიძლება

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გერმანელი სპეციალისტის იურგენ კლოპის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს.

„მწვრთნელებს შედეგებით აფასებენ. ის ახერხებს ტიტულებისთვის ბრძოლას იმ პერიოდში, როცა „სიტი“ დომინირებს. გუნდი შესანიშნავად ასრულებს პრესინგს და მაღალ ტემპს ინარჩუნებს. მომწონს მისი სტილი.

კლოპი ძალიან გახსნილი და მეგობრული ადამიანია, რომელმაც განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწია. მან თქვა, რომ აღარ ჰქონდა საკმარისი ენერგია, რაც გასაგებია. მწვრთნელები მედიის პირველი სამიზნეები არიან, რაც დამღლელია. ზოგჯერ მწვრთნელებს ესაჭიროებათ თავი აარიდონ ამას. შესაძლოა, მას მოუნდეს ახალი გამოწვევის მიღება სხვა კლუბში“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს RMC Sport.

შეგახსენებთ, რომ კლოპმა „ლივერპულიდან“ წასვლის გადაწყვეტილება გუშინ, 26 იანვარს გამოაცხადა. გერმანელი სპეციალისტი ლივერპულს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.

0.117083