ფეხბურთი

18:51 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივან რაკიტიჩი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელი ივან რაკიტიჩი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

35 წლის ნახევარმცველი უკვე შეუთანხმდა „ალ-შაბაბს“, რომელსაც რამდენიმე დღეში წესით, უნდა შეუერთდეს. თავის რაკიტიჩმა „სევილიასთან“ კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ივან რაკიტიჩს კარიერის განმავლობაში „ბაზელში“, „შალკეში“, „სევილიასა“ და „ბარსელონაში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109893