კარიმ ბენზემა საუდის არაბეთში დარჩება. როგორც ცნობილი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი „ალ-იტიჰადიდან“ წასვლას იმედოვნებდა, მიმდინარე ზამთარს გუნდში დარჩენა მოუწევს.
ბენზემათი ევროპული კლუბები ინტერესდებოდნენ, მაგრამ მისი მაღალი ხელფასი პრობლემაა, რის გამოც ჯერჯერობით, ისევ „ალ-იტიჰადის“ ღირსებას დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ „ალ-იტიჰადში“ ჩატარებულ 24 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა.