ფეხბურთი

17:02 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "კლოპი დამაკლდება, ის საუკეთესო მეტოქეა, ვინც ჩემს ცხოვრებაში მყოლია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „ლივერპულიდან“ იურგენ კლოპის დაგეგმილ წასვლას გამოეხმაურა. როგორც ესპანელმა აღნიშნა, კლოპი მისი ცხოვრების საუკეთესო მეტოქე იყო და დააკლდება.

„როდესაც კლოპი წავა, უკეთ დამეძინება. მისი „ლივერპულის“ წინააღმდეგ მატჩები პრაქტიკულად კოშმარი იყო. რა თქმა უნდა, დამაკლდება, მაგრამ ამ ინფორმაციის გაგება პრაქტიკულად შოკი იყო. როდესაც ეს გავიგე, ვიგრძენი, რომ რაღაც ნაწილს „მანჩესტერ სიტიც“ დაკარგავს. მის გარეშე ჩვენი პერიოდი ვერ წარმომიდგენია, შეუძლებელია. ჩვენი ყველაზე დიდი მეტოქე კლოპის „ლივერპულია“. პირადად კლოპი საუკეთესო მეტოქეა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მყოლია. მაშინ, როცა „ბაიერნში“ ვიყავი, ის კი „დორტმუნდში“, შემდეგ აქ. ფიქრობ, რომ მომენატრება.

ფეხბურთს მისნაირი ძლიერი ხასიათის მწვრთნელები და პიროვნებები სჭირდება და იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში გვექნება დრო, რომ ერთად ვივახშმოთ ან დავლიოთ, რასაც ვიმსახურებთ.

მან 9 წელი გაატარა ერთსა და იმავე ადგილას, თითოეულ ჩვენგანს რაღაც მომენტში ამოსუნთქვა სჭირდება. არ მინდა, მასთან შედარება, მაგრამ „ბარსელონაში“ ასეთი განცდა მქონდა, დრო მჭირდებოდა ჩემი თავის დასაბრუნებლად“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი „ლივერპულს“ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112479