ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტების ვინაობა გაირკვა - გადამწყვეტ მატჩში საფრანგეთისა და დანიის ნაკრებები შეხვდებიან.
საფრანგეთის ნაკრებმა ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი შვედეთი 34:30 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 27:27 დასრულდა, მაგრამ დამატებით დროში ფრანგებმა ივარგეს და ფინალს მიღმა ჩემპიონი დატოვეს.
დანიის ნაკრებმა კი მასპინძელ გერმანიას აჯობა. პირველი ტაიმი ალემანებმა 14:12 მოიგეს, მაგრამ უპირატესობა შესვენების შემდეგ ვერ შეინარჩუნეს და სკანდინავიელებმა 29:26 გაიმარჯვეს.
ფინალში 28 იანვარს საფრანგეთი და დანია შეხვდებიან, ხოლო მესამე ადგილისთვის იმავე დღეს შვედეთი და გერმანია ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა ითამაშა. ტიტე კალანდაძის გუნდმა ნიდერლანდებსა და შვედეთთან მარცხი განიცადა, მაგრამ ბოსნიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.