ფეხბურთი

19:50 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" ჩავის შემცვლელად "ბოლონიას" მწვრთნელს განიხილავენ

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე "ბოლონიას" თავკაცი ტიაგო მოტა განიხილება. ამის შესახებ Cadena Ser-ის ჟურნალისტი მანუ კარენო იტყობინება.

როგორც მან განაცხადა, მიმდინარე სეზონში ჩავის გათავისუფლების შანსი მცირეა, მაგრამ ეს თუ მაინც მოხდა, „ბარსას“ დროებით რაფაელ მარკესი ჩაიბარებს. თუმცა, განსხვავებული ვითარებაა იმ შემთხვევაში, თუ ჩავი სეზონს დაასრულებს.

მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში კარენო იტყობინება, რომ ჟოან ლაპორტას ფავორიტი „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტაა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს „ბარსელონას“, რადგან ამ კლუბში 2001-2007 წლებში თამაშობდა. ასე რომ, მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში ზაფხულში ჩავი შეიძლება იტალო-ბრაზილიელმა შეცვალოს.

ტიაგო მოტა „ბოლონიაში“ წარმატებით მუშაობს და ბოლო დროს არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის „მილანს“ და „ნაპოლის“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120893