ფეხბურთი

18:45 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივა გელაშვილი "სპეციას" "პიზასთან" მატჩში ვერ დაეხმარება

„სპეცია“ იტალიის სერია B-ს 22-ე ტურში „პიზას“ ესტუმრება, მაგრამ ივა გელაშვილი ვერ ითამაშებს.

ქართველი მცველი ტრავმირებულია და უახლოესი მატჩი გაუცდება, მაგრამ როგორია მისი დაზიანების ხარისხი, ამ დრომდე უცნობია. ლიგურიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუკა დ’ანჯელომ განაცხადა, რომ ივა „პიზასთან“ ვერ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ივა გელაშვილმა „სპეციას“ მაისურით 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. ქართველი მცველის გუნდი სერია B-ში 17 ქულით ბოლო, მეოცე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113393