კატალონიის „ბარსელონას“ ალეხანდრო ბალდე დიდი ხნით გამოაკლდა, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
20 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ესპანეთის თასზე „ბილბაოსთან“ მატჩში მიიღო და ესპანური მედიის ცნობით, 4 თვე იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი უკვე დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ალეხანდრო ბალდე „ბარსელონას“ მთავარ გუნდში 2022 წლიდან თამაშობს და დღემდე 79 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.