ფეხბურთი

22:40 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" 18 წლის არგენტინელი ფეხბურთელი დაიმატა

„მანჩესტერ სიტიმ“ ნიჭიერი არგენტინელი ფეხბურთელი კლაუდიო ეჩევერი შეიძინა. ინგლისურმა გუნდმა 18 წლის შემტევ ნახევარმცველში „რივერ პლეიტს“ 13 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.

ეჩევერიმ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, მაგრამ მომდევნო წლის იანვრამდე ის იჯარით „რივერში“ დარჩება.

არგენტინაში ეჩევერის მესის ადარებენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მას არგენტინის 17-წლამდე ნაკრებში 20 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112387