კალათბურთი

17:25 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცინცაძე სერბეთის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებში ბოლოჯერ ითამაშებს

ვეტერანი ქართველი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე სანაკრებო კარიერას ასრულებს. კალათბურთის ფედერაციის ცნობით, „ბუ“ ეროვნულ გუნდში ბოლოჯერ 26 თებერვალს, სერბეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

ეს იქნება ცინცაძისთვის 217-ე და ბოლო სანაკრებო შეხვედრა, რითაც ის ქართული სპორტის ისტორიაში რეკორდსმენია.

გიორგი ცინცაძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 5-ჯერ ევროპის, ხოლო ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.

0.118301