ფეხბურთი

15:48 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„თელავის“ მთავარმა მწვრთნელმა შეადარა ხელფასები რუსულ პრემიერლიგასა და საქართველოს ჩემპიონატში

„ფაკელისა” და ვლადიკავკაზის „ალანიას” ყოფილმა, ახლა კი „თელავის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლეგ ვასილენკომ შეადარა ხელფასები რუსეთის პრემიერლიგისა და საქართველოს ჩემპიონატის კლუბებში.

„ჩემთვის ხელფასებზე საუბარი არასწორია. გარდა ამისა, არსებობს კორპორატიული ეთიკა. ამას ვიტყვი, საქართველოს ჩემპიონატში ხელფასების დონე საკმაოდ შედარებადია რუსეთისასთან“, - განაცხადა ვასილენკომ championat.com-ის კორესპონდენტ ილია ნიკულნიკოვთან საუბარში...

შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს „ალანიას“ ხელმძღვანელობამ ოლეგ ვასილენკოს გადადგომის შესახებ გამოაცხადა, რომლის გუნდი პირველ ლიგაში ჩატარებული 19 მატჩის შემდეგ 31 ქულით მეექვსე ადგილზე იყო. ვლადიკავკაზურ კლუბამდე ვასილენკო ვორონეჟის „ფაკელში" მუშაობდა. 2024 წლის იანვარში ვასილენკო „თელავის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

0.114332