„ბარსელონას“ 16 წლის ესპანელმა გარემარბმა ლამინ იამალმა ქვეყნის სამეფო თასის მეოთხედფინალში ბილბაოს „ატლეტიკთან“ გოლი გაიტანა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც ამ ტურნირზე თავის გამოჩენა შეძლო.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ თასის მეოთხედფინალში დამატებით დროში დამარცხდა „ატლეტიკთან“ ანგარიშით 2:4.
ამ დროისთვის იამალი 16 წლის და 195 დღისაა, ხოლო ხუანმი ხიმენესი, ამ მაჩვენებლის ყოფილი რეკორდსმენი, 2010 წელს 16 წლის 238 დღის იყო. ხუანმიმ „მალაგას“ შემადგენლობაში ყოფნისას გოლი თასის 1/8 ფინალში, „ხეტაფეს“გაუტანა.
მიმდინარე სეზონში იამალმა კლუბის შემადგენლობაში ყველა შეჯიბრში 29 მატჩში ითამაშა, სამი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.