ფეხბურთი

2:10 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა

„ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა. იურგენ კლოპის გუნდმა ნახევარფინალში „ფულჰემს“ აჯობა.

„წითლებმა“ პირველი მატჩი შინ 2:1 მოიგეს, ეს უპირატესობა კი, „ქრავენ კოტეჯზე“ დაიცვეს. „ლივერპულმა“ პირველი ტაიმი ლუის დიასის გოლით მოიგო, რასაც 77-ე წუთზე ისა დიოპმა უპასუხა, მაგრამ მეტი ლონდონელებმა ვერ შეძლეს და ფრე 1:1, ხოლო ორი მატჩის ჯამში მერსისაიდელებმა 3:2 მოიგეს.

ინგლისის ლიგის თასის ფინალი 25 თებერვალს, „უემბლიზე“ გაიმართება, „ლივერპულის“ მეტოქე კი „ჩელსი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116402