ფეხბურთი

1:35 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" "ლევერკუზენთან" ჩამორჩენა შეამცირა, "უნიონის" მწვრთნელი ზანეს ფიზიკურად გაუსწორდა

გერმანიის ბუნდესლიგაში მე-13 ტურში დიდთოვლობის გამო გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „ბაიერნმა“ „უნიონ ბერლინი“ 1:0 დაამარცხა.

ტომას ტუხელის გუნდს ბრემენის „ვერდერთან“ წაგების მერე შეცდომის უფლება არ ჰქონდა და ბერლინური გუნდი მძიმე ბრძოლაში, მაგრამ დაამარცხა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში რაფაელ გერეირომ გაიტანა.

74-ე წუთზე „ბაიერნის“ ფეხბურთელ ლეროი ზანეს და „უნიონის“ მთავარ მწვრთნელ ნენად ბიელიცას შორის კონფლიქტი მოხდა. ბიელიცა გერმანელ ფეხბურთელს ფიზიკურადაც კი გაუსწორდა, რის გამოც გააძევეს.

„ბაიერნმა“ 44 ქულა დააგროვა და „ლევერკუზენს“, რომელიც ბუნდესლიგას ლიდერობს, 4 ქულით ჩამორჩება.

0.123391