Rugby Europe-მ ახალი სეზონის წინ იმ მოთამაშეების სია წარმოადგინა, რომლებიც ტურნირზე ყველაზე სახიფათონი იქნებიან. ასეთი მორაგბეების ჩამონათვალში მოხვდა საქართველოს ნაკრების ლიდერი დავით ნინიაშვილიც.
“ჯადოქარი, რომელსაც შეუძლია კურდღელი ქუდიდან თითის მხოლოდ ერთი გატკაცუნებით ამოიღოს. დავით ნინიაშვილმა 2020 წელს დებიუტის შემდეგ მიიქცია გულშემატკივრების ყურადღება. მისი უნარებით საქართველოს ნაკრები შეტევის ფრთაზე სახიფათო გახდა. 21 წლის მორაგბე ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს დაეხმაროს. ამ სეზონში ის გამორჩეულია ტოპ 14-ში და აგრძელებს მეტეორულ ზრდას. მას შეუძლია ფლანგზე თამაში, როგორც ამას „ლიონში“ აკეთებს, ან ფულბეკად, როგორც საქართველოს ნაკრებში.
რაგბი ევროპის სცენაზე მან თავისი კვალი 2019 წელსაც დატოვა, როდესაც 18-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც საქართველომ ტიტული მოიპოვა. 2023 წლის სეზონში ის საუკეთესო მეპასე იყო და თანაგუნდელებს 5 შთამბეჭდავი პასი გაუკეთა. სწორედ ამიტომ იყო ის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეტოქეებისთვის მთავარი საფრთხე 2023 წელს და 2024 წელსაც ასე იქნება“, - წერს საიტი.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში 4 თებერვალს, სტუმრად გერმანიის ნაკრებს შეხვდება.