ფეხბურთი

1:26 | 24.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავამ მოსკოვის "დინამოს" გოლი გუტანა, "სლოვანში" ვაკო გვილიამ ითამაშა (+VIDEO)

ბრატისლავის „სლოვანმა“ მოსკოვის „დინამოსთან“ ამხანაგური მატჩი კატარში ფარულად გამართა.

სლოვაკურმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ცნობა „დინამოსთან“ დაგეგმილი მატჩის შესახებ, რასაც პროტესტი მოჰყვა და შემდეგ მათ ეს ამხანაგური მატჩი სიიდან წაშალეს. თუმცა, მაინც ითამაშეს, მაგრამ არ გააშუქეს.

სამაგიეროდ, არაფერი დაუმალავს რუსულ კლუბს, რომელმაც ეს მატჩი 2:1 მოიგო. ანგარიში მეოთხე წუთზე ვლადიმირ ვაისის გუნდმა გახსნა, გოლი ჯაბა კანკავას აქტივშია. მის გარდა, მოედანზე იყო გურამ კაშიაც, ხოლო მოსკოვის „დინამოს“ ძირითადში ითამაშა ლუკა გაგნიძემ.

72-ე წუთზე „სლოვანის“ მაისურით მოედანზე ვაკო გვილია გამოჩნდა, რომელიც უგუნდოდაა და სლოვაკურ გუნდში ემზადება. არაა გამორიცხული, რომ გვილიამ ბრატისლაველებთან კონტრაქტი გააფორმოს.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის „დინამოსთან“ თამაშის გამო, პრაღის „სლავიამ“ „სლოვანთან“ 4 თებერვალს დაგეგმილი ამხანაგური მატჩი გააუქმა. ჩეხების განცხადებით, ისინი უკრაინას მხარს უჭერენ და გმობენ რუსეთის აგრესიას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114783