სხვა

21:24 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა ხაჩიძემ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა

განგვონის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს „ალპენსიას სასრიალო ცენტრში" ერთადგილიანი ციგით იასპარეზა საბა ხაჩიძემ და საყურადღებო შედეგიც დააფიქსირა.

16 წლის ქართველმა მოციგავემ პირველი დაშვებისას 47.485 წამში გადაკვეთა ფინიშის ხაზი და 22 მონაწილეს შორის მე-9 ადგილზე გავიდა. შედარებით ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა მეორე მცდელობისას (47.651), რამაც მას მე-14 ადგილი მოუტანა, ორივე დაშვების ჯამში კი მე-13 ადგილზე (1:35.136) დაასრულა განგვონში გამოსვლა.

ერთი დღით ადრე საბა ხაჩიძემ ორადგილიანი ციგით ასპარეზობისას ლუკა მიქაბერიძესთან წყვილშიც იასპარეზა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დაასრულა გამოსვლა.

GEONOC.ORG.GE

0.119109