ავსტრალიის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა კიდევ ერთი თამაში მოიგო. სერბმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცს 4 სეტში, 7:6, 4:6, 6:2, 6:3 აჯობა.
დაპირისპირება 3:48 საათი გაგრძელდა, განსაკუთრებით დაძაბული კი პირველი სეტი გამოდგა, რომელიც ნოვაკმა ტაი ბრეკზე მოიგო. ყველაზე მარტივად კი მესამე სეტში იმარჯვა.
ჯოკოვიჩი AUS Open-ის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა. აღსანიშნავია, რომ ნოვაკს ავსტრალიის პირველობა 10-ჯერ აქვს მოგებული.