მიუნხენის „ბაიერნს“ გარემარბ ლეროი სანესთან არ დაუწყია მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.
წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას და „ბაიერნიც“ სასწრაფოდ არ გეგმავს მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.
28 წლის სანემ მიმდინარე სეზონში კლუბის ყველა მატჩში 9 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.