ფეხბურთი

11:19 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ინძაგიმ იტალიის სუპერთასების მოპოვებით რეკორდი დაამყარა

გუშინ, 22 იანვარს, „ინტერმა" იტალიის სუპერთასის ფინალში „ნაპოლი" დაამარცხა. საუდის არაბეთში, „ალ-ავალ პარკის“ სტადიონზე გამართული შეხვედრა ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ამრიგად, „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ეს თასი მეხუთედ მოიგო და სატურნირო რეკორდი დაამყარა. მანამდე სუპერთასზე ყველაზე მეტი მოგება მარჩელო ლიპის, ფაბიო კაპელოსა და ინძაგის ჰქონდათ - ოთხი ტიტული.

ინძაგიმ ორჯერ მოიგო სუპერთასი „ლაციოსთან“ ერთად (2017/2018, 2019/2020) და სამჯერ ზედიზედ „ინტერთან“ ერთად (2021/2022, 2022/2023, 2023/2024).

47 წლის სპეციალისტი „ინტერს“ 2021 წლის ივნისში ჩაუდგა სათავეში. ინძაგის კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

20 ტურის შემდეგ „ინტერი“ სერია A-ში 51 ქულით და (ერთი მატჩით ნაკლებით) მეორე ადგილზეა. ჩემპიონატს „იუვენტუსი“ ლიდერობს (52 ქულა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113769