ტურინის „იუვენტუსმა“ ფრანგული „ლილიდან“ 23 წლის ცენტრალური მცველი ტიაგო ჯალო დაიმატა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა, კიდევ ორი წლით გახანგრძლივების ვარიანტით. ის „იუვეში“ 33-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ტურინელებს ეს ტრანსფერი 3.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ტიაგო ჯალო „სპორტინგის“ აღზრდილია, შემდეგ მცირე ხნით „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდში იყო, 2019 წლიდან კი „ლილში“ გამოდიოდა, სადაც 78 თამაშში 3 გოლი მიითვალა.