ფეხბურთი

22:16 | 22.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცს" მიქაუტაძის გამოსყიდვა 10 მილიონად შეუძლია, მაგრამ თანხის გადახდა არ მოუწევს

გიორგი მიქაუტაძე „აიაქსიდან“ „მეცს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, მაგრამ არის შანსი, რომ მომდევნო სეზონიც ფრანგულ გუნდში გაატაროს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მიქაუტაძის გამოსასყიდი თანხა 10 მილიონ ევროს შეადგენს. „აიაქსმა“ „მეცს“ ზაფხულში 6 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო დანარჩენი 10 მილიონი მომდევნო ზაფხულს უნდა გადაეხადა, თუმცა, თუ ფრანგებს გიორგის გამოსყიდვის სურვილი ექნებათ, ეს 10 მილიონი ევრო მხარეებს შორის გაიქვითება და გიორგიც „მეცის“ ფეხბურთელი სრულფასოვანი კონტრაქტით გახდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „მეცის“ მაისურით მიმდინარე სეზონში (ლიგა 1-ში) ოთხ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111234