„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „რეალი“ – „ალმერიას“ მატჩში მსაჯობაზე ისაუბრა. „ბლაუგრანას“ თავკაცის განცხადებით, მიმდინარე სეზონში მსაჯებზე შეკითხვები ბევრჯერ გაუჩნდა.
„რეალი“ – „ალმერიას“ მატჩის მსაჯობა? თუ ვისაუბრებ, დისკვალიფიკაციას მომცემენ. თუმცა, ყველამ ყველაფერი დაინახა. უკვე ვთქვი, რომ იყო რაღაცები, რაც მაეჭვებს. მახსოვს პენალტი „ხეტაფესთან“, „გრანადასთან“ ჟოაოს გაუქმებული გოლი, ამაზე საუბარიც აღარ არის. ჩვენ 6 ქულით მეტი გვექნებოდა, ეს არაა ალიბი, არამედ რეალობაა“, - აღნიშნა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში 44 ქულით ლა ლიგაში მესამე ადგილზეა.