ვეტერანმა არგენტინელმა ნახევარმცველმა ევერ ბანეგამ საუდის არაბეთი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა.
35 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2025 წლამდე „ნიუელს ოლდ ბოიზთან“ გააფორმა. ბანეგა ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში „ალ-შაბაბის“ ღირსებას იცავდა, სადაც 105 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა.
ევერს 2013-2014 წლებში აქვს ნათამაშები „ოლდ ბოიზში“, კარიერის განმავლობაში კი ასევე „ბოკა ხუნიორსის“, „ვალენსიას“, „ატლეტიკოს“, „სევილიას“ და „ინტერის“ ღირსებას იცავდა.