ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ აუტსაიდერ „ალმერიას“ წვალებით, მაგრამ მაგარი ქამბექით აჯობა.
„ალმერია“, რომელიც ამ ტურამდე მოუგებელია და პრაქტიკულად გავარდნილია, 38-ე წუთზე ლარჟი რამაზანის გოლით დაწინაურდა, რასაც ტაიმის მიწურულს ედგარ გონსალესის მეორე გოლიც მოჰყვა - 0:2.
მეორე ნახევარში მადრიდელებმა გამარჯვება მაინც მოიპოვეს. ჯუდ ბელინგემმა პენალტით შეამცირა სხვაობა, რასაც ვინისიუსის გამათანაბრებელი გოლიც მოჰყვა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეცხრე წუთზე დანი კარვახალმაც გაიტანა და 3:2.
VAR-მა სამჯერ მიიღო "რეალის" სასარგებლოდ გადაწყვეტილება, მათ შორის, ყველაზე საკამათო ვინისიუსის გოლი იყო, რის გამოც ესპანეთში დიდი ხმაურია.
„რეალი“ 51 ქულით ლიდერია, ხოლო „ალმერიას“ 6 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.
„რეალი“ – „ალმერია“ 3:2 (0:2)
გოლები: 0:1 რამაზანი (1), 0:2 გონსალესი (43), 1:2 ბელინგემი (56, პენ), 2:2 ვინისიუსი (67), 3:2 კარვახალი (90)