გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ შინ „ვერდერთან“ დამარცხდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
ბრემენელებს მიუნხენში 16 წელი არ ემარჯვათ, მაგრამ მიტჩელ ვაიზერის 59-ე წუთზე გატანილი გოლით „მუსიკოსებმა“ გაიმარჯვეს.
„ბაიერნს“ 41 ქულა აქვს და „ლევერკუზენს“ უკვე 7 ქულით ჩამორჩება. მიუნხენელთა ერთადერთი სანუგეშო ისაა, რომ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.