ფეხბურთი

19:22 | 21.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ოქროს ბურთი" და ფიფას დაჯილდოება სანდო აღარ არის"

„ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ თქვა, რომ „ოქროს ბურთის“ და ფიფას წლის დაჯილდოებებმა სანდოობა დაკარგეს. როგორც პორტუგალიელმა აღნიშნა, ფაქტი ისაა, რომ 2023 წელს ყველაზე მეტი გოლი მან გაიტანა.

„გოლების გატანა ყოველთვის რთულია: იტალიაში, საუდის არაბეთში, ესპანეთსა და თუ პორტუგალიაში, რთულია. გოლი გოლია. ამიტომ, კიდევ უფრო ვამაყობ, რომ ჰოლანდს, მბაპეს და კეინს ვაჯობე.

„ოქროს ბურთი“ და Fifa The Best? მიჩვეული ვარ და ვიცი, როგორ მუშაობენ ეს ორგანიზაციები. სიმართლე გითხრათ, The Best-ის დაჯილდოებაზე არც მიყურებია. ვფიქრობ, ეს ჯილდოები სანდოობას კარგავს. არ მინდა ვთქვა, რომ მესი, ჰოლანდი ან მბაპე ამას არ იმსახურებდნენ, მაგრამ აღარ მჯერა ამ ორგანიზაციების. ფაქტია, რომ წლის ბომბარდირი გავხდი, ეს არის ციფრები, რომლებიც რეალობას ასახავენ“, - თქვა რონალდუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119004