ფეხბურთი

17:35 | 21.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მატეო პოლიტანომ საუდის არაბეთზე უარი თქვა და "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მატეო პოლიტანომ არაბულ „ალ-შაბაბში“ გადასვლაზე უარი თქვა და დიდი ალბათობით, „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

იტალიური მედიის ცნობით, მხარეები პრაქტიკულად შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება, რომელიც 2025 წელს იწურება, გახანგრძლივდება, თუმცა ჯერჯერობით, დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მატეო პოლიტანო „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს და 171 შეხვედრაში 28 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „პერუჯას“, „პესკარას“, „სასუოლოს“ და „ინტერის“ წევრი იყო.

0.118403