ფეხბურთი

1:55 | 21.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ ბოლო წუთებზე „უდინეზეს“ გამარჯვება წაართვა

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის მატჩი, რომელშიც „უდინეზე“ და „მილანი“ ხვდებოდნენ სტუმართა გამარჯვებით (2:3) დასრულდა.

31-ე წუთზე, რუბენ ლოფტუს-ჩიკმა გახსნა ანგარიში და „მილანი“ წინ გაიყვანა. მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს ლაზარ სამარჯიჩმა ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე, ფლორიან ტოვინმა „უდინეზე“ დააწინაურა. საბოლოოდ, 83-ე წუთზე ლუკა იოვიჩმა აღადგინა წონასწორობა. შეხვედრის მიწურულს, 93-ე წუთზე კი ნოა ოკაფორმა გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის გუნდს ანგარიშით 3:2 მოაგებინა.

პირველ ტაიმში მატჩის მთავარმა არბიტრმა, ფაბიო მარესკამ თამაში შეაჩერა და რამდენიმე წუთი არ განაახლა. შეჩერების მიზეზი, „უდინეზეს“ გულშემატკივრების მიერ „მილანის“ მეკარის მიკ მენიანის მიმართ რასისტული სკანდირებები გახდა. მენანი პროტესტის ნიშნად იძულებითი შესვენების დროს ტრიბუნის ოთახში შევიდა.

„ჩვენს თამაშში რასიზმის ადგილი არ არის: შოკირებული ვართ. შენთან ვართ, მიკ!”, – წერს „მილანის“ პრესსამსახური ტვიტერზე.

0.112776