ფეხბურთი

17:17 | 20.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "მზად ვარ, ერიქსონს ჩემი სამსახური ერთი დღით დავუთმო"

შვედი მწვრთნელ სვენ-გორან ერიქსონი სიმსივნის დაავადებას ებრძვის და როგორც თვითონ თქვა, 1 წლის სიცოცხლე დარჩა.

ბოლო ინტერვიუში ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა აღიარა, რომ ყოველთვის „ლივერპულის“ გულშემატკივარი იყო. ამ განცხადებას კი, „წითლების“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გამოეხმაურა, რომელმაც ერიქსონს თავისი სამუშაო ადგილი ერთი დღით შესთავაზა:

„პირველად გავიდე მისი აღტაცება და სიყვარული „ლივერპულის“ მიმართ და ის, რომ მთელი ცხოვრება „ლივერპულის“ ფანი იყო. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მზად ვარ აქ მივიღო, როცა მოინდომებს, შეუძლია მოვიდეს, დაჯდეს ჩემს კაბინეტში და ერთი დღით ჩემი საქმე გააკეთოს. ვფიქრობ, მისთვის დიდებული საათები იქნება აქ გატარებული დრო“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ სვენ-გორან ერიქსონი ინგლისის ნაკრებს 2001-2006 წლებში ავარჯიშებდა, მან ასევე წარმატებით იმუშავა „სამპდორიასა“ და „ლაციოში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121933