ფეხბურთი

14:03 | 20.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: საბა გოგლიჩიძე "ემპოლის" ფეხბურთელია

ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას „ემპოლიში“ გააგრძელებს. ეს ტრანსფერი დიდი ხნის წინ დაანონსდა, მაგრამ მხოლოდ ახლახან გაოფიციალურდა.

გოგლიჩიძემ „ემპოლისთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ის გუნდშ 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „ემპოლიში“ თავის დროზე ლევან მჭედლიძეს და ირაკლი შეყილაძეს აქვთ ნათამაშები. ტოსკანელები ამჟამად სერია A-ში 20 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე არიან. იტალიაში ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი კვერნაძე, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი და საბა საზონოვი თამაშობენ.

აღსანიშნავია, რომ „ემპოლის“ ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელი შეეცვალა - აურელიო ანდრეაცოლის ნაცვლად დავიდე ნიკოლა დანიშნეს.

19 წლის საბა გოგლიჩიძე „ტორპედოში“ 2019 წლიდან თამაშობდა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში კი 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.113312