ჟოზე მოურინიო დიდი ალბათობით, კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი უკვე შეუთანხმდა „ალ-შაბაბს“, სადაც ის ხორვატ იგორ ბისჩანს შეცვლის. ჯერჯერობით, ფინანსური და კონტრაქტის დეტალები უცნობია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ჟოზეს ანაზღაურება ძალიან მაღალი იქნება.
„განსაკუთრებული: 2021 წლიდან „რომაში“ მუშაობდა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.