ფეხბურთი

11:45 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯორდან ჰენდერსონმა საუდის არაბეთი დატოვა და "აიაქსში" გადავიდა

ჯორდან ჰენდერსონი საუდის არაბეთიდან ევროპაში დაბრუნდა. 33 წლის ინგლისელი ფეხბურთელი კარიერას „აიაქსში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ჰენდერსონმა „ალ-ეტიფაქთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა და „აიაქსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან ნიდერლანდურ გრანდთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჰენდერსონმა „ალ-ეტიფაქში“ 19 მატჩი ჩაატარა. მანამდე ის „სანდერლენდის“ წევრი იყო, ხოლო კარიერის საუკეთესო პერიოდი „ლივერპულში“ გაატარა, რომლის მაისურით ჩატარებულ 492 მატჩში 33 გოლი მიითვალა. ინგლისის ნაკრებში ჯორდანს 81-ჯერ აქვს ნათამაშები და თავი 3 გოლით გამოიჩინა.

0.132244