„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ კატალონიურ კლუბში თავის მომავალზე ისაუბრა.
„იმ დღეს, როცა ფეხბურთელები ჩემს მხარდაჭერას შეწყვეტენ, ჩავალაგებ ნივთებს და შინ წავალ. ფინალში დამარცხება და მით უმეტეს „რეალთან“ მატჩში ტკივილს და წნევის აწევას იწვევს. მაგრამ გუნდი ძლიერია, ფეხბურთელებს სჯერათ ჩვენი პროექტის. მართალია, წინა დღეს ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ გვინდა გავიმეოროთ გასული სეზონის წარმატება“, - ციტირებს ჩავის სიტყვებს Sport.es.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩავიმ შესაძლოა „ბარსელონა“ დატოვოს მადრიდის „რეალთან“ ესპანეთის სუპერთასის მატჩში (1:4) გამანადგურებელი მარცხის შემდეგ. ამასთან, „ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ განაცხადა, რომ კლუბი სრულად ენდობა სპეციალისტს.
ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონა“ 41 ქულით მესამე ადგილს იკავებს.