ფეხბურთი

12:54 | 18.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი „რეალის" 21-მატჩიან წაუგებელ სერიაზე: „ყველა მატჩს ვერ მოვიგებთ“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთა თავისი გუნდის წაუგებელი სერიაზე, რომელმაც ახლა 21 მატჩს მიაღწია.

„ზოგჯერ ვერ იღებთ იმას, რაც გსურთ. ძალიან კარგი სერია გვქონდა, მაგრამ არ ვიცი, როდის შეწყდება - ოდესმე ეს აუცილებლად მოხდება. ყველა მატჩს ვერ მოვიგებთ.

როდესაც ეს დაუმარცხებელი სერია დასრულდება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ სწრაფად გავუმკლავდეთ სირთულეებს“, - ციტირებს AS ანჩელოტის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდულმა კლუბმა ბოლოს სექტემბერში წააგო პრიმერაში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დერბიში (1:3). მას შემდეგ „რეალმა" 18-ჯერ მოიგო და სამი მატჩი ფრედ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 იანვარს, მადრიდის „რეალი" ქვეყნის სამეფო თასის 1/8 ფინალში სწორედ „ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.

მიმდინარე სეზონში „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს. 19 მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტის გუნდს 48 ქულა აქვს. ტურნირს 49 ქულით „ჟირონა“ ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112646