ფეხბურთი

11:49 | 18.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ონანამ აფრიკის თასის პირველ მატჩზე დააგვიანა

„მანჩესტერ იუნაიტედის" კამერუნელმა მეკარემ, ანდრე ონანამ აფრიკის თასზე გვიან ჩასვლაზე ისაუბრა.

„კლუბსა და ეროვნულ გუნდს შორის არჩევანის გაკეთება მამასა და დედას შორის არჩევანის მსგავსია, მაგრამ ეროვნული ნაკრები ჩემთვის პირველ ადგილზეა, ამიტომ აქ ვარ.

ხალხმა განაგრძოს ჩემი კრიტიკა. მიჩვეული ვარ. ვაკეთებ იმას, რაც კარგია ჩემი ქვეყნისთვის“, - ციტირებს ონანას სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ კამერუნის ნაკრების მეკარე „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩა 14 იანვარს „ტოტენჰემთან“ სათამაშოდ, შემდეგ კი კერძო თვითმფრინავით 5 ათას კილომეტრზე მეტი გაიარა, რათა დროულად ჩასულიყო 15 იანვარს გვინეასთან მატჩისთვის.

თვითმფრინავის ფრენა იამუსუკროში ნისლის გამო გადაიდო, ამიტომ ანდრემ დარჩენილი გზა მანქანით გაიარა და სტადიონზე თამაშის დაწყებამდე სამი საათით ადრე მივიდა, მაგრამ მატჩის საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა.

კამერუნისა და გვინეის მატჩი C ჯგუფში 1:1 დასრულდა. კარში ფრანგული „ნიმის“ მეკარე ფაბრის ონდოა იდგა. შეგახსენებთ, რომ კამერუნელთა კაპიტანი, „ნაპოლის“ ნახევარმცველი ფრანკ ზამბო ანგისაა.

მიმდინარე სეზონში ონანამ კლუბისა და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 48 გოლი გაუშვა. 11-ჯერ კი კარი „მშრალად“ შეინახა.

0.117304